გაგა მკურნალიძე

ადვოკატი: მკურნალიძეს იძულებით მიაცემინეს ცრუ ჩვენება ადეიშვილის წინააღმდეგ

http://www.cp.ge/

ადვოკატები ზურაბ ადეიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვენ. დაცვა ამტკიცებს, რომ მოწმეებზე გაგა მკურნალიძესა და დავით ჩხატარაშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა, საქმე კი ასეთი გზით მიღებულ ჩვენებებს ეფუძნება. რომეო საჯაიას განცხადებით, ჩხატარაშვილმა დაადასტურა ზეწოლა სასამართლოზე. გაგა მკურნალიძის დაცვამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მკურნალიძეს ჩვენება ადეიშვილის წინააღმდეგ ზეწოლით მიაცემინეს.

"მას მოსთხოვეს ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ მიეცა ცრუ ჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ იმით, რომ წაუყენებდნენ ახალ ბრალდებას. მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რის გამოც რამდენიმე კვირის უკან დაუმძიმდა ბრალდება. გაგა მკურნალიძეს სურს საზოგადოებას პირველად უთხრას იმ ფაქტის შესახებ, რომ ის არის ერთ-ერთი მოწმე საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საქმეზე, სადაც მას მუქარით და იძულებით მიაცემინეს ცრუ ჩვენება ადეიშვილის წინააღმდეგ", - განაცხადა ადვოკატმა რომეო საჯაიამ.

კომენტარები