თორნიკე ოქრიაშვილი

ოქრიაშვილი ოდესის ჩერნომორეცში ითამაშებს

თორნიკე ოქრიაშვილი ოდესის ჩერნომორეცის ღირსებას დაიცავს, ამის შესახებ ინფორმაციას sportall.ambebi.ge ავრცელებს. ქართველი ნახევარმცველი დონეცკის შახტარს ეკუთვნის, თუმცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განათხოვრების წესით სხვა კლუბებში თამაშობს. 

ილიჩევეცის ლიდერად ჩამოყალიბების შემდეგ, ოქრიაშვილი უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ მოწინავე გუნდში 5 თვის განმავლობაში, იჯარის წესით ითამაშებს.

ოდესის ჩერნომორეცი გარდა იმისა, რომ უკრაინის შიდა ჩემპიონატის უძლიერესთა შორისაა, ევროპალიგაზეც ასპარეზობს, სადაც მეთექვსმედფინალში ფრანგულ ლიონს ხვდება.

კომენტარები