ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

ღარიბაშვილი: მთავარ პროკურორს რამდენიმე დღეში დავასახელებ

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალ მთავარ პროკურორს უახლოეს დღეებში დაასახელებს. როგორც ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, კონსულტაციები მმართველ გუნდთან მიმდინარეობს.

"რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და მსურს, რომ ღირსეული კანდიდატი დავასახელო", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება.

ცნობისთვის, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მის ნასამართლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ კვირაში თანამდებობიდან გადადგა. ორ კვირაზე მეტია, მთავარი პროკურორის მოვალეობას მისი მოადგილე ირაკლი შოთაძე ასრულებს. 

კომენტარები