ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: ხელისუფლება პასუხს აგებს ციხიდან ჩემს გაყვანაზე

0 კომენტარი

ვანო მერაბიშვილი მისი ციხიდან შუაღამისას გაყვანის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას დღეს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გამოეხმაურა. ყოფილმა პრემიერმინისტრმა ხელისუფლებას და სოზარ სუბარს მიმართა და განმარტა, რომ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 12-14 წელია, ამ ვადის ამოწურვამდე კი, მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში აღარ იქნება და პასუხს აგებს იმ დანაშაულზე, რომელიც მისი ციხიდან გაყვანას უკავშირდება.

ვანო მერაბიშვილმა სასამართლოში ასევე განაცხადა, რომ მისი ციხიდან გაყვანა პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილისადმი მიცემული დავალება იყო, რომელიც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ბრწყინვალედ შეასრულა.

მერაბიშვილმა დღეს სასამართლოში კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. მან მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, ქუთაისის სასამართლოს ერთი ოთახი იჯარით გადაეცეს თბილისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობას, რადგან ქუთაისში სასამართლო პროცესებზე სიარული უჭირს.
მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არასერიოზულად მიიჩნია და უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.

მერაბიშვილის თქმით კი, ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ქართული ოცნების ინიციატივაც არასერიოზულად ჩათვალა. 

მოგვიანებით, ყოფილმა პრემიერმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა გახდა, რომელიც მერაბიშვილის ადვოკატებმა ბრალდების მხარის მოწმის შალვა ოგბაიძის დაკითხვისას დააყენა. კერძოდ, ოგბაიძემ სასამართლოს წარუდგინა ფოტომასალა, სადაც, მისი თქმით, ასახულია, როგორ უსწორდებიან მას და მის ვაჟებს 26 მაისის აქციაზე სპეცრაზმელები. მერაბიშვილის ადვოკატებმა ფირის ჩვენების შუამდგომლობა დააყენეს, მოსამართლემ კი მათ განუმარტა, რომ ამის საშუალება გამოკვლევის ეტაპზე ექნებათ. მერაბიშვილმა თქვა, რომ მოწმეს ჰქონდა ფოტომასალის წარდგენის საშუალება, დაცვის მხარეს კი საკუთარი მტკიცებულების ჩვენების საშუალება არ მიეცა, რაც, მისი შეფასებით, უსამართლობაა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები