მაგნიტსკის სია

კანონპროექტის მიხედვით, მაგნიტსკის აქტის ყველა ქვეყანაზე გავრცელება იგეგმება

ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ამერიკის კონგრესში განსახილველად სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ბენ კარდინმა შეიტანეს, მაგნიტსკის აქტის ყველა ქვეყანაზე გავრცელება იგეგმება. სენატორების განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დამრღვევი პირები ვერ შეძლებენ პასუხისმგებლობისგან გაქცევას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ქვეყანა შესაბამის ზომებს არ მიმართავს.

მაგნიტსკის კანონი აშშ-ში 2012 წლის დეკემბერში მიიღეს. კანონი იმ რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც საგამოძიებო იზოლატორში ფონდ ჰერმიტაჯ კაპიტალის იურისტის სერგეი მაგნიტსკის დაღუპვასთან არიან კავშირში. ე.წ. მაგნიტსკის სიაში, რომელიც ვაშინგტონმა 2013 წლის აპრილში გამოაქვეყნა, რუსეთის 18 მოქალაქე შედის. მათ შორის არიან ის გამომძიებლები, რომლებსაც სერგეი მაგნიტსკის საქმე მიჰყავდათ და სხვა სამართალდამცველები, რომლებმაც მის პატიმრობაზე სანქცია გასცეს. მათ წინააღმდეგ სავიზო და ეკონომიკური სანქციები მოქმედებს.

კომენტარები