ოსკარი 2014

მონობის 12 წელი ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის რჩეული გახდა

craveonline.com

ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის რჩეული ფილმი სტივ მაქუინის ფილმი ”მონობის 12 წელი გახდა”. ყველაზე მეტი, შვიდი ჯილდო კი ალფონსო კუარონის ნამუშევარმა ”გრავიტაცია” მოიპოვა.

2013 წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის განკუთვნილი ჯილდო მეთიუ მაკონაჰიმ (”დალასის მყიდველთა კლუბი”) მიიღო. მაკონაჰიმ ამ როლისთვის ოქროს გლობუსიც მოიპოვა და ოსკარების მთავარი ფავორიტია. კინოკრიტიკოსთა რჩეული მსახიობი ქალი ქეით ბლანშეტი (”ლურჯი ჟასმინი”) გახდა, რომელმაც ვუდი ალენის ფილმში განსახიერებული როლით თითქმის ყველა შესაძლო ამერიკული ჯილდო მოიგო.

”დალასის მყიდველთა კლუბის” კიდევ ერთი ვარსკვლავი ჯარედ ლეტო, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დააჯილდოვეს. ლუპიტა ნიონგ’ო კი ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის გამოარჩიეს.

წლის საუკეთესო რეჟისორი ოქროს გლობუსის მფლობელი ალფონსო კუარონი (”გრავიტაცია”) გახდა. კრიტიკოსების ფავორიტი ორიგინალური სცენარი კი სპაიკ ჯონზის ნამუშევარი ”ის” გახდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის გამარჯვებულები ძალიან ხშირად ოსკარის ქანდაკების მფლობელებიც ხდებიან. კინოკრიტიკოსთა ბოლო 10 რჩეული ფილმიდან ექვსმა ოსკარის მოპოვება შეძლო. 

კომენტარები