მედიკამენტები რეცეპტით

სერგეენკო: აღვადგენთ მედიკამენტების რეცეპტებით გაცემის ლოგიკას

0 კომენტარი

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ეტაპობრივად გადადის მედიკამენტების რეცეპტებით გაცემაზე, ანუ აღადგენს იმ ლოგიკას, რაც ყოველთვის იყო ჯანდაცვაში. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მთავრობამ უკვე წარადგინა ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. იმედი მაქვს, რომ ეფედრინისა და კოდეინის შემცველი მედიკამენტები, რომელიც გამოიყენებოდა ნარკოტიკული თრობისთვის და საინექციო ნარკოტიკების დასამზადებლად, მეორე ჯგუფიდან აიწევა პირველი ჯგუფის, უმაღლესი კონტროლის ჯგუფში, ანუ ნარკოტიკების კატეგორიაში. მასზე გავრცელდება არა მარტო მკაცრი რეცეპტით გაცემა, არამედ მოხდება ქვეყანაში შემოსატანი რაოდენობის კვოტების განსაზღვრაც. მეორე ჯგუფის ექვსი მედიკამენტი, რომელთა სათავეშია დიკლოფენი, 10 დღეში გადავა პირველ ჯგუფში, ოღონდ ეს იქნება არა უმკაცრესი სიმაღლის კატეგორიაში, არამედ მესამე კატეგორიაში, ნარკოტიკებთან გათანაბრებულში. ეს რეგულირდება მინისტრის ბრძანებით, რომელიც უკვე გაცემულია და შესაბამისად რამდენიმე დღეში შევა ძალაში. შემდეგი ნაბიჯი იქნება უკვე ზოგადი საინესთეზიოლოგო საშუალებები, საინგალაციო და საინექციო წამლები, რომლებიც პაციენტს აძლევს ნარკოზს და მხოლოდ საოპერაციო ბლოკში შეიძლება მათი გამოყენება დღეის მდგომარეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ურეცეპტოდ შეძენა, რაც სასიკვდილო საფრთხეს იწვევს. ანესთეზიკებზე და რელაქსანტებზე განხორციელდება შემდეგი რეგულაცია, რომ მათი გაყიდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ დაწესებულების მიერ და არა კერძო პირის მიერ", - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, მესამე ჯგუფში 5 000-ზე მეტი დასახელების წამალი შევა, რომელზეც რეცეპტი საჭირო არ იქნება, ხოლო ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს ექნებათ ხანგრძლივი მოქმედების რეცეპტი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები