ვანო მერაბიშვილის განცხადება

სოზარ სუბარი დავით უსუფაშვილს პასუხობს

0 კომენტარი
სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, დავით უსუფაშვილის შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ  ის დაელოდა მოკვლევის შედეგებს, ვინაიდან  მოკვლევა მხოლოდ ჩანაწერის არსებობა არ არსებობას არ სწავლობდა, არამედ მოიცავდა სხვა ბევრ დეტალსაც. 

"24 საათის განმავლობაში ამის შესახებ ვერ გახდებოდა ცნობილი, რადგან ვანო მერაბიშვილმა მეოთხე დღეს გააკეთა განცხადება, თუმცა დავით უსუფაშვილს ვეთანხმები. მაშინვე რომ გაგვეკეთებინა განცხადება, შეიძლება პიარულად გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. უბრალოდ, ჩვენ დაველოდეთ, როდის დამთავრდებოდა სრული მოკვლევა. მოკვლევა არ იყო მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება იმის თაობაზე, არსებობს თუ არა ჩანაწერი. მოკვლევა გულისხმობდა სხვა ბევრ კომპონენტსაც. დავით უსუფაშვილს აბსოლუტურად დავეთანხმები იმაში, ეს ერთი ნაწყვეტი, რომ წინასწარ გამოქვეყნებულიყო, შეიძლებოდა სწორი ყოფილიყო პიარულად და ნაკლები ხმაური ყოფილიყო. უბრალოდ ჩავთვალე, რომ სრულად უნდა შეგვესწავლა საქმე. რაც შეეხება გამოძიებას, პროკურატურამ ძალიან მკაფიოდ გააკეთა განმარტება. როცა არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, გამოძიებას ვერ დაიწყებენ", - განაცხადა სუბარმა. 

სუბარი ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროსთან მიმდინარე აქციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ დემონსტრატებს მისამართი შეეშალათ. 

"მისამართი შეეშალათ. საქართველოში დღეს სასამართლო დამოუკიდებელია და სასამართლო იღებს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ რაც შეგვეხება, ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის მერაბიშვილის უფლებებიც იქნება დაცული. მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამაზე შეუძლიათ არ ინერვიულონ", - აღნიშნა სუბარმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები