BP

რუსეთში British Petroleum-ის აღმასრულებელი დირექტორის მოწამვლა სცადეს

The Guardian

ბობ დუდლი, ამჟამად BP-ის აღმასრულებელი დირექტორი, თვლის რომ ის მოწამლეს მისი რუსეთში მუშაობის პერიოდში.  მან 2008 წელს, ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც მიუვიდა ხმები მისი შესაძლო დაკავების შესახებ. 

ამის შესახებ New Yorker-ის სტატიაში, ლენ ბლავატნიკის შესახებ, კონი ბრუკი წერს. BP-იმ უარი განაცხადა გამომცემლობისთვის კომენტარის გაკეთებაზე. კომპანიის 17-იანი მუშაობა რუსეთში ბნელითა და მისტერიებითაა მოცული.

იმ დროისათვის BP  და მისი  რუსი პარტნიორები  დაპირისპირებულნი იყვნენ. ორივე მხარე ცდილობდა მეორე თამაშიდან  გაეძევებინა. დუდლის კომპანია TNK-BP-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა.  კრემლი  რუსი ოლიგარქების მხარეს იკავებდა. როგორც ვიკილიქსის კაბელი ადასტურებს, დუდლის სახლში რამდენჯერმე შეიჭრენ და ოლიგარქების მიერ აღძრულ შემდგომ სასამართლო პროცესებზე მიწვევის ფურცლებიც კი დაუტოვეს.

დუდლი მიხვდა, რომ მისი ჯანმრთელობა უარესდებოდა და მის სისხლში საწამლავი აღმოაჩინეს. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მას შემდეგ რაც  კომპანია TNK-BP-ის მიერ მომზადებული საჭმლის ჭამა შეწყვიტა.  2008 წლის 24 ივლისს დუდლის ცნობა მიუვიდა, რომ პოლიცია მის დაკავებას აპირებდა, რის შემდეგაც მან ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

გასულ წელს, ორივე მხარემ საკუთარი წილი Rosneft-ს მიჰყიდა 55 მილიარდ დოლარად და წილის შენარჩუნების სანაცვლოდ. BP-ის Rosneft-ის 19,75 პროცენტიანი წილი დარჩა. კომპანია მიუხედავად შავ-ბნელი თავგადასავლებისა, მაინც ინარჩუნებს რუსულ ფრონტეს საკუთარ ძალებს.

 

 

კომენტარები