სნოუდენის საქმე

როჯერსი: სნოუდენი რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობდა

0 კომენტარი
ფოტო: Abcnews

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ როჯერსის თქმით, ამერიკის დაზვერვის სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი, რომელმაც საიდუმლო დოკუმენტები გაავრცელა, რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობდა. მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ სნოუდენი ბოლოს მოსკოვში აღმოჩნდა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ.

როჯერსის თქმით, მას ეჭვი იმიტომ გაუჩნდა, რომ სნოუდენის კონტრაქტორად მუშაობისას, ინფორმაციის ნაწილის მოპოვება მის ტექნიკურ შესაძლებლობებს აღემატებოდა.

როჯერსის მტკიცებით, სნოუდენის მიზანი უცხოეთის სადაზვერვო ოპერციების გამჟღავნება უფრო იყო, ვიდრე იმ პროგრამების, რომლებიც ამერიკელთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ლახავდა.

გასულ თვეს, სნოუდენმა The Washington Post-თან ინტერვიუში თქვა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მის კავშირს რუსეთთან, ჩინეთთან ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, დაამტკიცებს.

"მე არ მაქვს არანაირი ურთიერთობა რუსეთის ხელისუფლებასთან. მათთან არანაირი შეთანხმება არ მქონია. მინდოდა, საჯაროდ მეჩვენებინა, როგორ მართავს ამერიკა", - თქვა სნოუდენმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები