მერის უფლებამოსილება

ენმ: ევროპა უგულავას თანამდებობიდან გადაყენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ევროპა გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გიორგი კანდელაკმა დღეს ევროკავშირის რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილი წერილი წარმოადგინა. დეპუტატის თქმით, ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, როდესაც ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საქმეებით არ არის დაინტერესებული.

წერილში წერია - "ამ წერილის მიზანია, გამოვხატოთ შეშფოთება 2013 წლის 18 დეკემბერს მიღებული გადწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც უფლებამოსილება შეუჩერდა თბილისის არჩეულ მერს. გადაწყვეტილების მიღების გარემოებებმა შეშფოთება გამოიწვია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციასა და საერთაშორისო საზოგადოებაში.

ევროპის საბჭო და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა აღიარებს ძლიერ და დამოუკიდებელ ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც ევროპის ეფექტური დეცენტრალიზაციისა და მრავალდონიანი დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტს.

ჩვენ გვწამს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილეებმა უნდა განავითარონ ვილნიუსის სამიტის შედეგები, რომელიც აღიარა "ადგილობრივი დემოკრატიისა და მოქალაქეთა მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების განხორციელეის საქმეში". ვილნიუსში ჩვენ მივესალმეთ საქართველოს ჩართულობას და მის მხარდაჭერას ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ინსტიტუტების ჩართვის თვალსაზრისით აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელების პროცესში, ისევე, როგორც თქვენს მოწოდებას აღმოსავლეთ პარტნიორობაში ჩვენი უფრო აქტიური წვლილის შესახებ.

საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ასევე აღიარებულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობების კონფერენციის მიერ, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანოს, სადაც წარმოდგენილი არიან არჩეული თანადმებობის პირები ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. აღნიშნულმა კონფერენციამ დაადგინა, რომ თბილისის მერის მოწვევი შემდეგი პლენარული სხდომა გაიმართება სწორედ თბილისში 2014 წელს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიება, რომელიც შეკრებს ევროკავშირის ხელმძღვანელობასა და ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, წარმოადგენს მორიგ კარგ შესაძლებლობას საქართველოსთვის, რათა მან დაადასტუროს 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში აღებული ვალდებულებების მიმართ ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების პოლიტიკური, დემოკრატიული და აქტიური როლის წარმოჩენით ადგილობრივი დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სუბსიდიარობის პრინციპის პატვიცსემის თვალსაზრიით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებისა და ვეროპული სტანდარტების მიღწევის საქმეში საკუთარი პატივისცემა.

ჩვენ გვჯერა საქართველოს ერთგულებისა და სურვილის, რათა გაგრძელოს რეფორმების პროცესი. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ გააძლიეროს კავშირი საერთაშორის პარტნიორებთან, რომლებიც მნიშვნლოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განვითარების პროცესში, რაც ქმნის ასოცირების ხელშეკრულების დასრულების წინაპირობას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ევროკავშირის რეგიონების კომიტეტი და აღმოსავლეთ პარტნიიორობის რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის კონფერენცია გამოვხატავთ მზადყოფნას საქართველოს მთავრობასთან კონსტულაციებისთვის ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ სამომავლო განხილვის წინ. რეფორმები, რომელთა მეშვეობით ჩვენი პარტნიორები შესაბამისობაში მოდიან ევროპულ წესებსა და სტანდარტებთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მიმდინარე პროცესში და ვერც ერთი მთავრობა ვერ იქნება წარმატებული ხალხის მხარდაჭერის გარეშე.

ჩვენ ველით თქვენს გამოხმაურებას აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ ის გადაწყდება კანონის უზენაესობის დაცვით და ისეთი დემოკრატიული და ხალხის ინტერესების დამცავი სტრუქტურების ხელშეწყობით, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობა.", - წერია წერილში.

 

კომენტარები