მარიხუანას ლეგალიზაცია

ბარაკ ობამა: მარიხუანა ჯანმრთელობისთვის ალკოჰოლზე საშიში არ არის

washingtonpost

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ მარიხუანა ჯანმრთელობისთვის ალკოჰოლზე საშიში არ არის. მისი თქმით, მართალია, მარიხუანა ჯანსაღი არ არის, თუმცა, არც იმდენად ზიანის მომტანია, როგორც ამას ზოგი დაჟინებით აცხადებს.

"მიმაჩნია, რომ ცუდი ჩვევა და ნაკლია. სიგარეტისგანაც დიდად არ განსხვავდება, რომელსაც ახალგაზრდობაში დიდი რაოდენობით ვეწეოდი. თუმცა, არ ვთვლი, რომ მარიხუანა ჯანმრთელობისთვის უფრო საშიშია, ვიდრე ალკოჰოლი". - ამბობს ობამა.

ობამას თქმით, კანონის რეფორმირება ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯის საკითხმა განაპირობა. "ჩვენ არ უნდა ვიჭერდეთ ადამიანებს, როდესაც ისინი, ვინც ამ კანონებს წერენ, შესაძლოა, იგივეს აკეთებენ". - აღნიშნავს ობამა.

შეგახსენებთ, რომ მარიხუანა ლეგალურია უკვე აშშ-ის 2 შტატში - კოლორადოსა და ვაშინგტონში. კიდევ 14 შტატში დეკრიმინალიზებულია მისი სამედიცინო მიზნით მოხმარება.

კომენტარები