მარგველაშვილის ვიზიტი თურქეთში

პრეზიდენტი: 2014 წელს იშხანის აღდგენა დასრულდება, ოშკის რეაბილიტაცია დაიწყება

გიორგი მარგველაშვილი

ანკარაში გამართული ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციასთან ერთად, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, "გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც, ვიზიტის ფარგლებში, ოშკისა და იშხანის ტაძრები დაათვალიერა".

"ბედნიერი ვარ, რომ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი წინაპრების შემოქმედება გვენახა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ღვთის მადლით, საქართველოს და თურქეთს დღეს ისეთი ცივილიზებული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც პატივს სცემს, რუდუნებით უვლის და მომავალ თაობას უნახავს კულტურულ მემკვიდრეობას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მხარემ მიიღო დაპირება, რომ იშხნის ტაძრის აღდგენა 2014 წელს დასრულდება, ხოლო ამავე წელს ოშკის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება, რომელშიც ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან.

კომენტარები