საგანგებო მდგომარეობა ტაილანდში

ტაილანდის დედაქალაქში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

france24.com

ტაილანდის ხელისუფლებამ ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლების გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, აქციებმა ძალადობრივი სახე მიიღო და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით, საგანგებო ზომების მიღება გახდა საჭირო. ტაილანდის ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის პირობებში მედიაზე ცენზურის დაწესების, საჯარო შეკრებების აკრძალვისა და ბრალდების წაყენების გარეშე დაკავების უფლებები ეძლევა.

ანტისამთავრობო დემონსტრაციები ტაილანდში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ისინი მთავრობისა და პრემიერმინისტრის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები