დევიდ ფინჩერი

ფინჩერის ახალი ფილმის კომპოზიტორები ტრენტ რეზნორი და ატიკუს ფინჩი იქნებიან

0 კომენტარი
ფოტო: uk.eonline.com/

დევიდ ფინჩერის ახალი ფილმის ”დაკარგული გოგონა” კომპოზიტორები ტრენტ რეზნორი და ატიკუს ფინჩი იქნებიან.  

”გოგონა დრაკონის ტატუთი” და ”სოციალური ქსელის” შემდეგ ზედიზედ მესამე შემთხვევა იქნება, როდესაც ფინჩერის ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე სწორედ ეს მუსიკოსები იზრუნებენ.

”დაკარგული გოგონა” ჯილიან ფლინის ამავე სახელწოდების ნოველის კინოეკრანიზაციაა, რომელიც ნიკ დიუნის ისტორიას მოგვითხრობს. დიუნის ამბავი ფსიქოლოგიური დრამაა, რომლის დროსაც შეუძლებელია ზუსტად გამოიცნოთ ფინალი, მოკლა თუ არა მთავარმა პერსონაჟმა თავისი მეუღლე.

ფილმში მთავარ როლს ბენ აფლეკი ასრულებს. მის გარდა, ნამუშევარში როზამუნდ პაიკი, ნილ პატრიკ ჰარისი და ტაილერ პერი მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ ტრენტ რეზნორმა და ატიკუს ფინჩმა ”სოციალური ქსელის” მუსიკისთვის ოსკარი დაიმსახურეს.

”დაკარგული გოგონა” 3 ოქტომბერს გამოვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები