CNBC-ის ინტერვიუ პრემიერთან

ღარიბაშვილი უკრაინაზე: ეს დრამატული ამბავია

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

ეს დრამატული ამბავია - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს CNBC-სთან ინტერვიუში.

"უკრაინა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. შესაბამისად, ქვეყანაში განვითარებული ვითარებაც საშინელია. ვიმედოვნებ, რომ უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ოპოზიცია მიაღწევს შეთანხმებას, რომ შეწყდეს ძალადობა. ჩვენ ვნახეთ, რომ მოქალაქეები დაიღუპნენ, ამიტომ ძალიან გვაღელვებს უკრაინაში განვითარებული მოვლენები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე - იყო თუ არა რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოწევა გამაფრთხილებელი გზავნილი - პრემიერმინისტრმა უპასუხა, რომ საქართველოსა და უკრაინის საკითხები ერთმანეთისგან განსხვავდება: "საქართველო რუსეთზე ნაკლებადაა დამოკიდებული. უკრაინა, მე ვიტყოდი, 90%-ით არის რუსეთზე დამოკიდებული, ასე რომ, ეს განსხვავებული შემთხვევაა. ჩვენ 2 თვის წინ მოვახდინეთ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ეს ჩვენი მთავრობის ევროპულ არჩევანზე მიანიშნებს და ის ხალხის მხარდაჭერითაა განპირობებული. პოლიტიკური და ეკონომიკური გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 85% ემხრობა ამ არჩევანს და,შესაბამისად, ევროინტეგრაციას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, ევროკავშირმა უფრო უნდა იაქტიუროს. "ესენი ამას ამბობენ. მაგრამ, ეს არის რაღაც, რაც მათ შესაძლებლობებს მიღმაა. შესაძლოა მათ შეეძლოთ, მაგრამ ვერ მოახერხეს ეს უკრაინასთან მიმართებით. საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი შეუცვლელია და ევროინტეგრაცია შეუქცევადია", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები