არეულობა უკრაინაში

უკრაინის შსს-მ მამაკაცის შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოიხადა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ "დაუშვებელი ქმედებებისთვის" ბოდიში მოიხადა, ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო უნიანი იუწყება. საუბარია დღეს ინტერნეტით გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოში ასახულ ფაქტზე, სადაც ჩანს თუ როგორ აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელები გაშიშვლებულ მამაკაცს და შემდეგ უღებენ ფოტოებს.

"აღნიშნული მასალა გამოკვლევის პროცესშია, რათა დადგინდეს გადაღების ადგილი და დრო, ასევე ვიდეოზე ასახული პირები და პირობები, რის შედეგადაც იქნა გადაღებული ვიდეო," - ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვებგვერდ Youtube-ზე ატვირთულ ვიდეოს, სულ რამდენიმე საათში 400 000-მდე ნახვა დაუგროვდა.

კომენტარები