არეულობა კიევში

ციბენკო: უკრაინაში რთული პროცესების დასრულება მშვიდობიანად უნდა მოხდეს

უკრაინაში რთული პროცესების დასრულება მშვიდობიანად უნდა მოხდეს - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის სრულუფლებიანმა ელჩმა ვასილი ციბენკომ განაცხადა.

ციბენკოს განცხადებით, ის არ ელოდება, რომ რთული პოლიტიკური სიტუაცია მცირე დროში მოგვარდება, მაგრამ იმედოვნებს, რომ მხარეები მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.

”თქვენ ძალიან კარგად ხართ ინფორმირებული უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ოპერატიულად და, რაც მთავარია, ობიექტურად გააშუქოთ ის, რაც კიევში ხდება, ამის გამო მინდა მადლობა გადაგიხადოთ.

უკრაინაში ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს. არ ველოდებით, რომ ასე მოკლე დროში იმ გზების მოძებნა მოვახერხებთ, რომლებიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოგვიყვანს. თუმცა ხელისუფლება და პრეზიდენტი მზად არიან, მოთმინებით დაელოდონ შეხვედრების გაგრძელებას და საკითხების კონსტრუქციულ განხილვას. საჭიროა მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საზოგადოებას სტაბილურობას მოუტანს”, - განაცხადა ციბენკომ.   

 

კომენტარები