არეულობა უკრაინაში

იანუკოვიჩი ოპოზიციას „მთავრობის გადახალისებას“ და ამნისტიას ჰპირდება

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მთავრობის „გადახალისებას" გეგმავს და გადაწყვეტილება ამის შესახებ 28 იანვარს, უმაღლესი რადას საგანგებო სესიაზე იქნება მიღებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სასულიერო პირებთან შეხვედრისას განაცხადა. გარდა ამისა, მისი თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, არეულობის დროს დაკავებულ აქტივისტთა ამნისტია გამოცხადდება.

ამავე დროს, ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებთ, საპტროტესტო აქციებში „უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც, მათ შორის „კრიმინალური ავტორიტეტები" მონაწილეობენ, რომლებზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული". მან ოპოზიციონერები ასევე იმაშიც დაადანაშაულა, რომ მათ მიერ დაკავებულ შენონებში იარაღს ინახავენ.

პრეზიდენტის განცხადებთ, იგი განასხვავებს ერთმანეთისგან „მშვიდობიან მაიდანს" და რადიკალებს. იანუკოვიჩის თქმით, რადიკალების შეჩერება „ან მშვიდობიანად, ან ყველა კანონიერი მეთოდით" მოხდება.

ვიქტორ იანუკოვჩმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ 30 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაზე პასუხისმგებელი პირები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

კომენტარები