დავოსის ეკონომიკური ფორუმი

ირაკლი ღარიბაშვილი ჯორჯ სოროსს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი და ჯორჯ სოროსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში, ეკონნომიკური ფორუმის მიმდინარეობისას ჯორჯ სოროსს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილსა და ცნობილ ფინანსისტს შორის გამართული შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სადაც საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო იქნა განხილული.

ღარიბაშვილის გარდა, ქართული მხარიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები