ევროკავშირი - საქართველო

ბილდტი: ვიმედოვნებ, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ზაფხულის ბოლომდე მოეწერება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, შვედეთის საგარეო მინისტრს, კარლ ბილდტს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

"ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. პირველ რიგში, საქართველოს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების პარაფირება მივულოცე. ჩვენ წინ სწაფად მივიწევთ და ვიმედოვნებთ, რომ ხელშეკრულებას ზაფხულის ბოლომდე ხელი მოეწერება. ეს არის საქართველოში შემდგომი დემოკრატიული რეფორმების პროცესის გაძლიერების შესაძლებლობა. მათ შორის, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება. შვედეთი წლების მანძილზე მხარს უჭერდა ამ პროცესებს და ასევე გავაგრძელებთ მომავალში," - განაცხადა კარლ ბილდტმა.

კომენტარები