საქართველოს ნაკრები

პლატინი: საქართველოს და რუსეთს ერთმანეთთან თამაშის პრობლემა აღარ აქვთ

საქართველოს და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებები, ამიერიდან ერთმანეთში მატჩების გამართვაზე უარს აღარ იტყვიან, ამის შესახებ UEFA-ს პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ განაცხადა.

ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ გამართულა. პლატინის თქმით, რუსეთსა და საქართველოს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთსა და იმავე საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვედრა უკვე შეეძლებათ.

"არ ვიცი, რა პოლიტიკური დისკუსია მიმდინარეობა მათ მთავრობებს შორის, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ქართველებს და რუსებს შეეძლებათ ერთმანეთთან თამაში, თუ ერთ საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდებიან. ორი ქვეყნის ფეხბურთის მმართველი ორგანოებიდან წერილები მივიღეთ, სადაც გვიდასტურებენ ერთმანეთთან დაპირისპირების სურვილს," - განაცხადა მიშელ პლატინიმ.

ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ჯგუფების კენჭისტრა საფრანგეთში, ნიცაში 23 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები