ISAF-ის მისია

თავდაცვის მინისტრი ავღანეთიდან დაბრუნებულ სამხედროებს აეროპორტში დახვდა

Servicemen from the 31st battalion of Georgian Armed Forces attend a farewell ceremony at Vaziani military base outside Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

ქართველი სამხედროები, ISAF-ის მისიიდან საქართველოში დაბრუნდნენ. სამშვიდოებს თბილისის აეროპორტში თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი მიეგებნენ. ელჩის განცხადებით მისიაში მონაწილეობა საქართველოს გზას გაუკვალავს ნატოსკენ. 

"განსაკუთრებული მომენტია ჩემთვის, როგორც ამერიკელი დიპლომატისთვის. რამდენიმე თვის წინ მქონდა პატივი დავსწრებოდი მათი გამგზავრების ცერემონიალს, როდესაც ისინი მიემგზავრებოდნენ ჰელმანდის პროვინციაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად. დღეს ჩვენ მათ უკან დაბრუნებულებს მივესალმებით. ჩვენი ამერიკელი სამხედროები ადასტურებენ ქართველი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმსა და სულისკვეთებას, რომელსაც ისინი ავღანეთში იჩენენ. ვფიქრობ, ავღანეთში შესრულებული მისიისას ქართველები ასევე ხვეწენ თავიანთ უნარ-ჩვევებს. ეს მაღალი პროფესიონალიზმის ხარისხი ნიშნავს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას. ამით საქართველო ადასტურებს, რომ არის ნატო-ს კარგი და სანდო პარტნიორი, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს გზას გაუკვალავს ნატოსკენ. და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს ის მიზეზები, რის გამოც ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრნენ ამერიკელ სამხედროებთან ერთად მისიის შესასრულებლად. ეს გახლავთ ავღანეთის თითოეული მოქალაქის სურვილი და არჩევანი იცხოვროს თავისუფლად, შიშისა და მუქარის გარეშე, ჰქონდეს თავისუფლება თავად გააკეთოს ეკონომიკური და უსაფრთხო არჩევანი. ამით საშუალებას აძლევენ ავღანელ მოქალაქეებს, რომ ეს შეასრულონ. საქართველო იცავს არჩევანის თავისუფლებას და ამერიკა, თავის მხრივ, მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს არჩევანის თავისუფლებას", - განაცხადა ნორლანდმა. 

დღეს ავთანეთიდან 80 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, მიაიაში მონაწილეობით ქვეყანამ დაადასტურა, რომ ის NATO-ს ქვეყნების ძლიერი პარტნიორია. 

"დღეს დაგვიბრუნდა ბათუმის ბატალიონის ბოლო ნაწილი. დიდი მადლობა მათ, ამ სამსახურისთვის და მისიის წარმატებისთვის. ამ მისიით ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ძლიერი პარტნიორია და უნდა ენდოს და ენდობიან კიდეც ნატოს წევრი სახელმწიფოები. ასევე ვულოცავ მათ უდანაკარგოდ დაბრუნებას", - განაცხადა მინისტრმა. 

 

 

კომენტარები