ონლაინ-გადახდების სტატისტიკა

შარშან დეკემბერში რეკორდული მოცულობის ონლაინ-გადახდები შესრულდა

www.radiotavisupleba.ge

2013 წლის დეკემბერში ქართული ბანკების პლასტიკური ბარათებით რეკორდული მოცულობის ონლაინ-გადახდები შესრულდა. ამას ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს. ოპერაციების მოცულობამ დეკემბერში 39.56 მილიონი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი მეტია, ვიდრე 2013 წლის ოქტომბრის ისტორიული მაქსიმუმი - 36.89 მილიონი ლარი.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის დეკემბერში, ქართული ბანკების პლასტიკური ბარათებით ქვეყნის გარეთ სულ 62.366 მილიონი ლარის ოპერაციებია შესრულებული. აქედან 37.442 მილიონი ლარის ტრანზაქციები სწორედ ინტერნეტისა და იმპრინტერის საშუალებით შესრულებულ ოპერაციებზე მოდის.

2012 წლის რეკორდი იყო წინასაახალწლო პერიოდი - დეკემბერი, როცა ინტერნეტით 35.99 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა. 2013 წლის ოქტომბრამდე ეს ციფრი ისტორიულ მაქსიმუმად ითვლებოდა. 

კომენტარები