საწვავის ფასი

კალაძე: მთავრობა საწვავის ფასის რეგულირებაში უხეშად ვერ ჩაერევა

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, მთავრობა საწვავის ფასის რეგულირებაში უხეშად ვერ ჩაერევა. მისი თქმით, "ყველაფერი საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული".

"რა თქმა უნდა, საწვავის ფასზე ლარის კურსის ცვალებადობაც მოქმედებს, როგორც ნებისმიერ ექსპორტირებულ საქონელზე. კორიდორის ლიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში არსებულ ყველა კომპანიას საშუალება ჰქონდეს, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან მოახერხონ ნავთობპროდუქტების შემოტანა საქართველოში, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი და ეს ფასებზეც იმოქმედებს", - თქვა კალაძემ.

კომენტარები