ხუდონჰესის მშენებლობა

კალაძე: ხუდონის პროექტს მოაქვს როგორც ეკონომიკური, ისე ენერგეტიკული სარგებელი

0 კომენტარი
კახა კალაძე ფოტო: ტაბულა

ხუდონჰესის რეკლამასთან ენერგეტიკის სამინისტროს არანაირი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, რეკლამის დამზადების გადაწყვეტილება ინვესტორმა კომპანიამ საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით მიიღო.

"ეს ძალიან მხურვალე თემაა და ბევრი ადამიანი მანიპულირებდა ამით. ვრცელდებოდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, თითქოს ამ პროექტის განხორციელებით მთელი სვანეთი წყალში იძირებოდა და ბევრ უზუსტობას ჰქონდა ადგილი. მე არაერთხელ მითქვამს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, ენერგეტიკის, ეკონომიკის განვითარებისთვის და მას მოაქვს როგორც ეკონომიკური, ისე ენერგეტიკული სარგებელი", - განაცხადა კალაძემ.

ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანიების ეთერში ტრიალებს სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელსაც ახმოვანებენ ბავშვები. სარეკლამო რგოლში ნათქვამია, რომ ხუდონჰესის მშენებლობის შედეგად სვანეთის ტერიტორიის მხოლოდ 0.12% დაიტბორება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები