თბილისის მთავრობა

თბილისის 5 რაიონის გამგებლები პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს მთავარი პროკურატურა

თბილისის 5 რაიონის გამგებლები მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გამგებლებმა პირველ რადიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

დაკითხვაზე დაბარებული არიან: 1. კრწანისის რაიონის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი; 2. ისნის რაიონის გამგებელი თორნიკე ხუციშვილი; 3. გლდანის რაიონის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე; 4. ჩუღურეთის გამგებელი დავით დაღელაშვილი; დიდუბის გამგებელი ლევან მხეიძე.

გამგებლებისთვის უცნობია, თუ რასთან დაკავშირებით იბარებს მთავარი პროკურატურა მათ დაკითხვაზე.

ტაბულამ ჯერ ვერ მოახერხა მთავარ პროკურატურაში გამგებლების დაკითხვაზე დაბარების მიზეზის გარკვევა.

კომენტარები