უკეთესია დაურეკოთ საულს

Breaking Bad-ის მაიკი, სერიალში ”უკეთესია, დაურეკოთ საულს” დაბრუნდება

hollywoodreporter.com

სერიალში Breaking Bad ჯონათან ბენქსის პერსონაჟი მაიკ ერმანტაუტი, ვინს გილიგანის ახალ შოუში ”უკეთესია, დაურეკოთ საულს” ითამაშებს. გილიგანის თქმით, Breaking Bad-ში პერსონაჟი მაიკი თავიდან მხოლოდ ერთ სერიაში უნდა გამოჩენილიყო, თუმცა ჯონათან ბენქსის პერფორმანსს მაყურებლების მხრიდან ძალიან დადებითი შეფასებები მოჰყვა და მაიკი შოუს ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟად იქცა.

”უკეთესია, დაურეკოთ საულს” საკულტო სერიალის Breaking Bad პრიქველი იქნება, შოუ ჯესი პინკმენთან (აარონ პოლი) და უოლტერ უაითთან (ბრაიან კრენსტოუნი) შეხვედრამდე, ადვოკატ საულ გუდმენის ისტორიას მოგვიყვება. სერიალის შემქმნელის ვინს გილიგანის თქმით, მას სურს ბრაიან კრენსტოუნისა და აარონ პოლის პერსონაჟებიც დააბრუნოს და ერთ-ერთ სერიაში ეპიზოდური როლი მაინც ათამაშოს.

ვინს გილიგანის სერიალი Breaking Bad გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყველა დროის ყველაზე დადებითად შეფასებული სატელევიზიო შოუ.  

კომენტარები