მანდატურის სამსახური

განათლების სამინისტრო: მანდატურის სამსახური არ უქმდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თებერვლიდან მანდატურის ინსტიტუტი უქმდება, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც სამინისტროს პრესამსახურის უფროსმა ნატა ასათიანმა ტაბულას განუცხადა, ერთადერთი სიახლე ამ კუთხით ის არის, რომ მანდატურების მოხსნა-დანიშვნა სკოლის დირექტორების პრეროგატივა ხდება. მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტი განათლების სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტმა გასულ წელს მიიღო.

"ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია", - აღნიშნავს ასათიანი და დასძენს, რომ მანდატურის სამსახური ყველა საჯარო სკოლაში შენარჩუნდება.

რადიო აფხაზეთის ხმის ინფორმაციით, მანდატურის საგანმანათლებლო სამსახურის ცენტრთან მანდატურები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, თებერვლიდან მანდატურის სამსახური უქმდება და ყველა სკოლა თავად გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა დაწესებულებაში მანდატურს. აქციის მონაწილეების თქმით, გადაწყვეტილების შესახებ skype-ის მეშვეობით შეიტყვეს.

კომენტარები