სამოქალაქო სექტორი

არჩილ კბილაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა

Archil Kbilashvili
Tabula

საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ევროპული არჩევანი (სეა) - დააფუძნა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო გურიანიუსი ავრცელებს.

ორგანიზაციის ძირითადი მიზანია საქართველოში ევროპულ ღირებულებეზე დამყარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განმტკიცება. მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების და სამართლის უზენაესობის პრინციპების დაცვა, ბიზნესის სამართლებრივი რეგულაციების მოწესრიგება. ამას ორგანიზაცია  სახელმწიფო დაწესებულებებთან, ბიზნეს წრეებთან, საგანმანათლებლო ცენტრებთან, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წამომადგენლებთან, რელიგიურ ორგანიზაცებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარების გზით აპირებს. ინფორმაციას საკუთარი საქმიანობის შესახებ კი ბეჭდვითი გამოცემების და ვებგვერდის საშუალებით გაავრცელებს, რომელსაც უახლოეს მომავალში შექმნის. გარდა ამისა, განახორციელებს კვლევით საქმიანობას და მოაწყობს სემინარებსა და კონფერენციებს.

შეგახსენებთ, რომ  არჩილ კბილაშვილმა მთავარი პროკურორის პოსტი გასული წლის ნოემბერში დატოვა და სამოქალაქო სექტორში გადასვლა დააანონსა.

კომენტარები