არეულობა უკრაინაში

კალაძე უკრაინაზე: პოლიტიკური კრიზისი გრუშევსკის ქუჩას არ სცდება

Kakha Kaladze
Tabula

გრუშევსკის ქუჩას არ სცდება პოლიტიკური კრიზისი. ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის რამდენიმე დღის წინ კიევში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა: "გასაკვირია ერთი ფაქტი: მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი კიევში ჩასული ჩემს პირად საქმეზე, არაოფიციალური ვიზიტით და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი ნორმალურად არის, თვითონ კიევშიც, ყველაფერი სტაბილურად - რესტორნები, ბარები, ადამიანები ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ - არის ერთი ქუჩა, გრუშევსკის ქუჩა, სადაც ხდება ეს შეტაკება და მეორე ცენტრალური ქუჩა, სადაც აქვთ კარვები გაშლილი", - აღნიშნა კალაძემ. ჟურნალისტის შეკითხვას, „ანუ რისი თქმა გსურთ, რომ გრუშევსკის მოედანს არ სცდება პოლიტიკური კრიზისი?“, კალაძემ უპასუხა, რომ „ეს არის რეალობა. ერთია, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ტელევიზიით მოწოდებულ ინფორმაციას და მეორეა რეალობა“.

კახა კალაძის თქმით, შექმნილ ვითრებაში აუცილებელია კონსტრუქციულობა. "არსებულმა ხელისუფლებამ და აქციის მონაწილეებმა რაღაც შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, რადგან რამდენიმე ადამიანი დაიღუპა კიდეც ამ შეტაკებების დროს და ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მე ასე ვფიქრობ, რომ არცერთი პოლიტიკა არ ღირს არცერთი ადამიანის სიკვდილის ფასად", - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს ვიცეპრემიერი უკრაინის პრემიერმინისტრის აზაროვის გადადგომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ იცის, წარმოადგენს თუ არა აზაროვი ისეთ პოლიტიკურ ფიგურას, რომ მისმა გადადგომამ რამე შეცვალოს. "რაც ხდება უკრაინაში და, კერძოდ, მის დედაქალაქ კიევში, ძალიან მტკივნეულია პირადად ჩემთვის და ძალიან განვიცდი", - აღნიშნა კალაძემ.

"გასაკვირია ერთი ფაქტი: მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი კიევში ჩასული ჩემს პირად საქმეზე, არაოფიციალური ვიზიტით და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი ნორმალურად არის, თვითონ კიევშიც, ყველაფერი სტაბილურად - რესტორნები, ბარები, ადამიანები ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ - არის ერთი ქუჩა, გრუშევსკის ქუჩა, სადაც ხდება ეს შეტაკება და მეორე ცენტრალური ქუჩა, სადაც აქვთ კარვები გაშლილი", - აღნიშნა კალაძემ. ჟურნალისტის შეკითხვას, „ანუ რისი თქმა გსურთ, რომ გრუშევსკის მოედანს არ სცდება პოლიტიკური კრიზისი?“, კალაძემ უპასუხა, რომ „ეს არის რეალობა. ერთია, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ტელევიზიით მოწოდებულ ინფორმაციას და მეორეა რეალობა“.

კომენტარები