თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო ოთხი რეისი ვერ შესრულდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო ოთხი რეისი ვერ შესრულდა. ძლიერი ნისლის გამო, ვარშავიდან მომავალი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაეშვა. ამასთან, ფრენა გადადო ავიაკომპანია პეგასუსმა, ხოლო რეისები გააუქმეს Turkish Airlines-მა, და Lufthansa–მ.

"დღეს, ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი რვა რეისის ნაცვლად შესრულდა ოთხი ფრენა. ცუდი ხილვადობის გამო რეისები გააუქმეს ავიაკომპანიებმა - Turkish Airlines-მა, Lufthansa–მ და Lot Polish-მა. ხოლო, პეგასუსის რეისი გადაიდო და დღის განმავლობაში შესრულდება. უამინდობის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მზად არის ნებისმიერი ტიპის ბორტის და რეისის მისაღებად" – აცხადებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახური.

კომენტარები