მანდატურის სამსახური

სანიკიძე: მანდატურები ხვალიდან თავის საქმიანობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ

განათლების სამინისტრო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, მანდატურები ხვალიდან თავიანთ საქმიანობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ. როგორც სანიკიძემ მანდატურებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, შესათანხმებელი არაფერი იყო და შექმნილი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია.

“ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩემი მონაწილეობით დიდი ხანია არ შემდგარა. დღეს მოვახერხეთ და შევხვდით. ჩვეულებრივად გრძელდება მუშაობა. ჩვენ ჩვენი საქმით ვართ დაკავებული და მანდატურები ხვალიდან სკოლებში თავის საქმიანობას გააგრძელებენ. მე ვფიქრობ, რომ შეკითხვები აღარ დარჩა, თუმცა თუ ვინმეს შეკითხვა გაუჩნდება, შეუძლია პასუხი მიიღოს შესაბამისი პირებისგან”, - განაცხადა სანიკიძემ.

განათლების მინისტრის თქმით, სკოლა ვერ ეტყვის უარს მანდატურებს მუშაობაზე და არანაირი შემცირება არ იგეგმება.

ცნობისთვის, ორი დღეა, სკოლების მანდატურები აქციებს მართადნენ და აცხადებდნენ, რომ განათლების სამინისტრო მათი სამსახურის გაუქმებას გეგმავს.

კომენტარები