მუხროვანის ამბოხი

საყვარელიძე: ამბოხის ხელახალი გამოძიებისას, ჩვენებები უნდა გასაჯაროვდეს

primetimenews.ge

მუხროვანის ამბოხის ხელახალი გამოძიების შემთხვევაში, ყველა ჩვენება საჯარო უნდა გახდეს - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით საყვარელიძემ განაცხადა.

საყვარელიძე  მუხროვანში ამბოხის დროს სპეცოპერაციის დაგეგმვის პროცესისას გადაღებულ კადრებს გამოეხმაურა. 

”ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიება იქნება ობიექტური, ამიტომ მოვითხოვთ, რომ თუ მუხროვანის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყება, ყველა ჩვენება გამოქვეყნდეს, რათა ხალხმა იცოდეს სიმართლე და საზოგადოებამ დააფასოს საქართველოსთვის თავგანწირული ხალხი”, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.

საყვარელიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ციხიდან გმირებისა და პოლიტპატიმრების სტატუსით უშვებს დამნაშავეებსა და რუსეთის აგენტებს, რაც საქართველოს აზარალებს.

”სამწუხაროდ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტპატიმრებისა და საქართველოს გმირების სტატუსის დარიგებით - ქვეყნის მოღალატეებისა და რუსების ჯაშუშების ციხიდან გაშვება და ეს ისე გააკეთა, რომ სასამართლოს არცერთი განაჩენი არათუ არ გადახედილა, არამედ არცერთი საქმეც კი არ გახსნილა”, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

 

 

კომენტარები