პრემიერი ღარიბაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი და რადოსლავ შიკორსკის
facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერის პრესამსახურის ცნობით მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენცის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებებზე. პოლონეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა - ასოცირების შეთანხმებას ხელი ზაფხულში მოეწეროს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვვებზე. აღინიშნა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესი. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული პროგრესი სათანადო ასახვას ჰპოვებს ალიანსის მხრიდან საქართველოს ნატოში შემდგომი ინტეგრაციის თვალსაზრისით.

საუბარი შეეხო თავდაცისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.ყურადღება დაეთმო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას.

კომენტარები