კრიმინალი

შსს-მ სოფიკო ჭიაურელის მოპარულ ქანდაკებას მიაგნო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით ა. ქურდობის ბრალდებით თბილისში, ხერხეულიძის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 31 იანვარს, გამთენიისას, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე აღმართული სოფიკო ჭიაურელის სკულპტურული კომპოზიციის შემადგენელი ერთ-ერთი ქანდაკება მოიპარა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დავით ა. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის სარდაფის ჩხრეკისას ნაქურდალი სკულპტურა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები