ღარიბაშვილი ბრიუსელში

ირაკლი ღარიბაშვილი შტეფან ფულეს შეხვდა

Irakli Garibashvili Official/facebook

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში უკვე შეხვდა ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულეს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ევროინტეგრაციის კურსზე ისაუბრეს.

"შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროინტეგრაციის დღის წესრიგის შესაბამისად გატარებულ რეფორმებს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ჭეშმარიტი მოდერნიზაციისა და ევროპეიზაციის საკითხში. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, შეასრულოს აღებული ვალდებულებები, დააჩქაროს რეფორმები და უზრუნველყოს ევროპულ ნორმებსა და სტრატეგიებთან ჰარმონიზაცია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს, კერძოდ, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპექტივებს. გამოითქვა იმედი, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა შექმნის ახალ რეალობას ურთიერთობებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახური.

კომენტარები