26 მაისის საქმე

პროკურატურა: 26 მაისს ჩატარდა სადამსჯელო ოპერაცია

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავარი პროკურატურა ექსპმრემიერ ივანე მერაბიშვილის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის ორი საკვანძო მოწმე, რომლებმაც დაადასტურეს ივანე მერაბიშვილისთვის წარდგენილი ბრალდება. დაცვის მხარის განცხადებები, ბრალდების მოწმეების მიერ მათთვის სასარგებლო ჩვენებების მიცემის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას. მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ 2011 წლის 26 მაისს სამართალდამცავები მოქმედებდნენ ივანე მერაბიშვილის ბრძანებით, ჩატარდა სადამსჯელო ოპერაცია, რომლის მიზანი იყო არა მიტინგის დაშლა, არამედ მშვიდობიანი მომიტინგეების ალყაში მოქცევა და მათი მასობრივი დაკავება" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე დაკითხეს. ბურჯანაძე ბრალდების მხარის მოწმედ ითვლება, რომელმაც დღევანდელ პროცესზე 26 მაისის დაშლა სადამსჯელო ღონისძიებად შეაფასა და განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის გარდა, აღნიშნულ საქმეში მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ბრალდებულები. მან გაიხსენა 26 მაისის აქციის დაშლა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ეს მიტინგის დაშლა არ ყოფილა.

კომენტარები