არასამთავრობო ორგანიზაცია - მოქალაქე

ივანიშვილი: არც ახლა არ ვარ იმ დონის, როგორიც თუ გნებავთ, უსუფაშვილია

0 კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი ფოტო: Артема Голощапов / Forbes

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საარჩევნო გარემო უკეთესია და პროცესი უკეთესობისკენ მიდის. არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელმა დღევანდელ პრეზენტაციაზე, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, ვითარება უმჯობესდება.

 "მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ ხომ მაინც უნდა იყვიროს. იგივე ეხება არასაპარლამენტო პარტიებს. კუკავა ან ნათელაშვილი არა მგონია უკეთესი იყოს ნაციონალებზე. რომ გვეთქვა, 50%-იანი ბარიერი იქნება მერის ასარჩევადო, ესენი მაინც რაღაც ახალს მოიგონებდნენ. პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესობისკენ მიდის", - ამბობს ივანიშვილი. 

დღესვე, ყოფილ პრემიერს შეახსენეს მისი ნათქვამი, რომ მაჟორიტარული სისტემა გადასახედია. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ განცხადება ნაჩქარევად გააკეთა. 

"მე წამომცდა მართლაც, ნაჩქარევად ვთქვი. ჩემი დამოკიდებულება მართლაც ასეთია, რაც ვთქვი, მაგრამ ამასაც დრო სჭირდება, განვითარება, საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტების მიცემა და გაგება იმისა, რა ჯობია. მე არ ვარ დიდი სპეციალისტი ამის, მუდამ ვიმეორებდი, რომ პოლიტიკოსი არ ვყოფილვარ, გამოუცდელი ვიყავი, ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ბევრი რამ ვერ ვისწავლე. არც ახლა არ ვარ იმ დონის, როგორც, თუ გნებავთ, უსუფაშვილია. ამას ცოდნა სჭირდება დიდი რაოდენობის და ამ ცოდნას დაგროვება სჭირდება", - თქვა ყოფილმა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით, სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები