თემურ ქეცბაიას ხელფასი

კალაძე: ქეცბაიას ხელფასი უნდა გადაიხედოს

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრისა და ყოფილი ფეხბურთელის კახა კალაძის თქმით, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასი ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაციის შესაბამისი უნდა იყოს. მან აღნიშნა, რომ მთავარი მწვრთნელის ხელფასი უნდა გადაიხედოს.

"მე ვიყავი წარსულში სპორტსმენი და ფეხბურთელი. ხელფასს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ მთავარი მწვრთნელის ხელფასი უნდა იყოს იმ შესაბამისობაში, რა რეალური სიტუაციაც არის ქვეყანაში. სოციალურ პრობლემებს ვგულისხმობ და ალბათ უნდა მოხდეს ხელფასის გადახედვაც. კონკრეტულად არ ვიცი, რამდენი აქვს მთავარ მწვრთნელს, მაგრამ ვფიქრობ, მოხდება გადახედვა", - აღნიშნა კალაძემ.

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიასა და მისი შტაბის ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის. ამის შესახებ გაზეთი "ლელო" წერს. არსებული ინფორმაციით, ეს თანხა 2.52 მილიონ ლარს შეადგენს. ამ თანხას აქამდე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო იხდიდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მწვრთნელს ანაზღაურებას ფეხბურთის ფედერაცია გადაუხდის. სახელმწიფოს მიერ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის მოსახმარი თანხა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს დაურიგდებათ.

კომენტარები