გირგვლიანის საქმე

კბილაშვილი გირგვლიანზე: ძნელი დასადგენია რა იყო გარდაცვალების მიზეზი

0 კომენტარი
არჩილ კბილაშვილი ფოტო: ტაბულა

არჩილ კბილაშვილი, "ტელეიმედზე" საუბრისას სანდრო გირგვლიანის საქმეს შეეხო. მისი თქმით ძნელია იმის დადენა რა იყო გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი. 

"მნიშვნელოვანად არის გამოძიებული სანდრო გირგვლიანის საქმე. სუფრის სცენა აბსოლუტურად გამოძიებულია. გამოძიებულია რა ვითარებას ჰქონდა ადგილი ციხეში. დარჩენილი იყო ერთი ელემენტი, რომელიც გამოძიებას საჭიროებდა - რა იყო გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი. ვერ ხერხდებოდა ზუსტად იმის დადგენა, ის მოკლულ იქნა, თუ გაქცევის დროს გარდაიცვალა, ჩვენ ვსაუბრობთ უტყუარად, გამოძიება რომ განაცხადებს რომ ეს გამოძიებულია, ყოველგვარი კითხვის ნიშნები უნდა იყოს მოხსნილი..ჩატარდა უამრავი ექსპერიმენტი, უამრავი საგამოძიებო მოქმედება, მაგრამ ეჭვები არ არის გამორიცხული და არ შეიძლება ადამიანს დააბრალო მკვლელობა, თუკი ყველა მტკიცებულებით ბოლომდე არ არის გამყარებული. ეს საკითხი ამ შემთხვევაში ობიექტურ სირთულეს წარმოადგენს", - განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები