ვანო მერაბიშვილის განცხადება

კბილაშვილი: მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო

0 კომენტარი
არჩილ კბილაშვილი ფოტო: ტაბულა

არჩილ კბილაშვილმა "ტელეიმედზე" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" საუბრისას, ის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო. 

"ვფიქრობ, პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო. აქ საკითხი ძალიან მარტივად დგას - მიუხედავად იმისა, ეს შეესაბამება თუ არა სინამდვილეს. როდესაც ადამიანი იდენტიფიცირებად ინფორმაციას იძლევა და არა ზოგად, არა ბუნდოვან ინფორმაციას, ამ შემთხვევაში გამოძიების დაწყებას პრობლემა არ არის", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები