სუროგაცია

დავით სერგეენკო: კანონპროექტის მიზანი ქართული გენის ექსპორტის აკრძალვაა

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კანონი იმ ვაკუუმის ამოვსებას ემსახურება, რაც საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს შეეხება. მინისტრის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში სუროგაციის მეშვეობით ცდილობდნენ ბავშვის ყოლას, უარს ამბობდენ ბავშვისთვის საქართველოს მოქალაქის სტატუსის მინიჭებაზე და ზოგიერთ შემთხვევაში შვილად აყვანაზეც. მისი თქმით, სწორედ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებას და "ქართული გენის არალეგალური ექსპორტის" აკრძალვას ემსახურება აღნიშნული კანონი. 

"ჩვენ გვქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი და არა მარტო წევრი ქვეყნების ელჩებთან, რომლებიც სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავდნენ იმაზე, რომ საქართველოში შეინიშნებოდა, საბედნიეროდ ერთეული და არა ტენდეცია არალეგალური სუროგაციის. როდესაც ჩამოდიოდნენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ხდებოდა აი ამ სუროგატული ბავშვის დაბადება და ტრეფიკინგის ნიშნები ქონდა ამ პროცესს. ჩვენ უკვე რამოდენიმე თვეა, თითქმის ნახევარი წელი იქნება,  ინტენსიურად ვთანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტროსთან, იმისთვის რომ ეს კანონმდებლობა დაიხვეწოს და არალეგალური დაინტერესება, ფაქტიურად, ქართული გენის არალეგალური ექსპორტი რომ აღიკვეთოს და მოექცეს კანონის ჩარჩოებში", - განაცხადა სერგეენკომ. 

 

კომენტარები