პარლამენტის პლენარული სხდომა

მინაშვილი: ივანიშვილმა ახალი შირმა - ტრეინინგები და გრანტები მოიგონა

რადიო "თავისუფლება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკის მინაშვილის შეფასებით, გუშინდელი პრესკონფერენციის შემდეგ გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების რეალური მმართველია. აღნიშნული მან პლენარულ სხდომაზე თქვა.

"ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ ყველაფრის მოსყიდვა უნდა, ოღონდ ახალი შირმა მოიგონა - ტრეინინგები და გრანტები. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ მას უნდა გამოყვანა ჰიბრიდული, საკუთარი ექსპერტების, რომლებსაც დააფინანსებს. მან თქვა უტიფრად, რომ ყველა პირობა, რომელიც მან თქვა, შესრულებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში ის არაფერს გააკეთებს, რადგან თვითკმაყოფილია", - აღნიშნა მინაშვილმა.

კომენტარები