ნულანდის ჩანაწერი

რუსეთი ამერიკელი დიპლომატების სატელეფონო საუბრების მოსმენას უარყოფს

0 კომენტარი
ფოტო: natomission.ru

რუსეთი ამერიკელი დიპლომატების სატელეფონო საუბრების მოსმენასა და ქვეყნის ხელისუფლების რაიმე კავშირს ინტერნეტში გავრცელებულ ამერიკელი დიპლომატების სატელეფონო საუბრის ჩანაწერთან უარყოფს -  ამის შესახებ რუსეთის ვიცეპრემიერ დიმიტრი როგოზინის თანაშემწემ დიმიტრი ლოსკუტოვმა განაცხადა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის ჯეინ ფსაკის განცხადებით ალბათობა დიდია, რომ ამერიკელი დიპლომატების სატელეფონო საუბარი რუსეთის მიერ იქნა გავრცელებული.

6 თებერვალს YouTube-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდისა და უკრაინაში ამერიკის ელჩის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს განიხილავდნენ.

ამ საუბარში ნულანდი ევროკავშირის როლს კრიზისის მოგვარებაში ძალზე კრიტიკულად მოიხსენიებს და იმასაც ამბობს, რომ გაერო უფრო სწრაფად მოქმედებს. ამ დროს იგი იყენებს გამოთქმას "f**k the EU".

ნულანდისა და ჯეფრი პაეტის საუბრის შინაარსი პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და ოპოზიციის ლიდერების მოლაპარაკებებს ეხება. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს, რომ არ სურს, ვიტალი კლიჩკო მთავრობაში მოხვდეს და მას ელჩიც ეთანხმება.

სამაგიეროდ, ნულანდის აზრით, ოპოზიციის მეორე ლიდერს, არსენი იაცენიუკს, საკმარისი სამეურნეო გამოცდილება აქვს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გამოთქვამს წინადადებას აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ბაიდენის სატელეფონო ზარის ორგანიზების თაობაზე, რომელიც იანუკოვიჩზე ზეწოლას მოახდენს.

YouTube–ზე გამოქვეყნებული ჩანაწერის ავტორი დაუდგენელია. თუმცა, როგორც The Washington Post მიანიშნებს, ამგვარი უკანონო ჩანაწერები და "კომპრომატები" რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გავრცელებული პოლიტიკური ბრძოლის ხერხია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები