დემონსტრაცია თურქეთში

სტამბოლში ხელისუფლების მიერ ინტერნეტზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

Reuters

სტამბოლში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყალი გამოიყენა 2000-მდე დემონსტრანტის მიმართ, რომლებიც ხელისუფლების მიერ ინტერნეტის მოხმარებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

დემონსტრანტების თქმით, ისინი ინტერნეტის გადასახადს თავად იხდიან და მთავრობამ არ უნდა გადაუწყვიტოს, რა საიტით ისარგებლონ.

მანამდე პრემიერმა ერდოღანმა თქვა, რომ შეზღუდვა მთელ ინტერნეტსივრცეზე არ ვრცელდება. შეზღუდვის დაწესების მიზანი კი უსაფრთხოება და პირადი ინფორმაციის დაცვაა. მთავრობა დაბლოკავს ყველა იმ საიტს, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას დაარღვევს.

კომენტარები