საარჩევნო კანონმდებლობა

ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობაზე ვერ თანხმდებიან

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობაზე ვერ თანხმდებიან. ინტერფაქციული ჯგუფი, რომელიც საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე მუშაობდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ დატოვეს. მათი განცხადებით, ჯგუფი ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ხელისუფლებამ მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდა იყო. თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებების პირველ ვარიანტში სწორედ 50%-იანი ზღვარი იყო მითითებული და პარლამენტმა იგი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ბარიერის გაზრდას ითხოვდნენ მაშინდელი ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც ამჟამად მმართველ გუნდს წარმოადგენენ.

კომენტარები