კანიე უესტი

კანიე უესტის დიზაინით შექმნილი სპორტული ფეხსაცმელი 16 მილიონ დოლარად იყიდება

vanityfair.com

ყველანაირი სარეკლამო კამპანიისა და მარკეტინგის გარეშე, Nike-მა კანიე უესტის დიზაინით შექმნილი კედის სერია, წითელი ოქტომბერი გამოუშვა, რომელიც Air Yeezy 2-ის წითელი ვერსიაა.

ფეხსაცმელის სერია მაღაზიაში გამოჩენიდან 15 წუთში მთლიანად გაიყიდა. მსურველებს მისი შეძენა eBay-ზე შეუძლიათ, სადაც წითელი ოქტომბრის ფასი უკვე 16.4 მილიონი დოლარია. აუქციონის დასრულებამდე ოთხი დღეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

წითელი ოქტომბერი 2013 წლის ბოლოს უნდა გამოსულიყო, თუმცა კანიე უესტსა და Nike-ს უთანხმოება მოუვიდათ, რის გამოც მუსიკოსმა კომპანია დატოვა და Adidas-თან გააფორმა კონტრაქტი.

თანამშრომლების გაწყვეტის მიზეზი კანიე უესტის სურვილი, სპორტული ფეხსაცმლების საავტორო ხაზის გამოშვება გახდა.

”Nike-მა მითხრა, რომ საავტორო ხაზს ვერ გავაკეთებ, რადგან პროფესიონალი სპორტსმენი არ ვარ. მე კი მათ ვუპასუხე, რომ მე პერფორმანს ათლეტი ვარ. ძველი მე, Nike-სადმი სიყვარულის გამო დათანხმდებოდა მათ წინადადებას, მაგრამ ახალ მე-ს, რომელსაც ქალიშვილი ჰყავს, მიაჩნია, Adidas-თან უნდა გავაფორმო კონტრაქტი, რადგანაც მე ჩემი პრივილეგიები მაქვს”, - განაცხადა მუსიკოსმა. 

კომენტარები