ოკუპაცია

სოჭში თიბილოვისა და ანქვაბის შეხვედრა გაიმართა

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო apsny.ru-ს ცნობით, სოჭის ოლიმპიადაზე სტუმრად მყოფმა დე ფაქტო აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა, ალექსანდრ ანქვაბმა და ლეონიდ თიბილოვმა ოფიციალური შეხვედრა გამართეს.

"ოლიმპიადა სოჭში - ეს ღირსშესანიშნავი მოვლენაა არამხოლოდ რუსეთის სპორტულ ცხოვრებაში, ეს არის რუსეთის მორიგი დიდი განაცხადი და ჩვენ სამხრეთ ოსეთში უნდა ვიამაყოთ იმით, რომ გვყავს ისეთი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც რუსეთია", - apsny.ru-ს ინფორმაციით, განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა. მისივე თქმით, მისი მიწვევა ოლიმპიადაზე ურთიერთობას რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის უფრო აძლიერებს და ამყარებს.

აფხაზური გამოცემა ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ოლიმპიადის გახნის ცერემონიისას საქართველოს რუკაზე ღრუბლით იყო დაფარული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია.

apsny.ru-ს ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტებმა შეხვედრისას ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

 

კომენტარები