ავიაკატასტროფა

ავიაკატასტროფას ალჟირში 103 ადამიანი ემსხვერპლა

C-130 Hercules
Al Jazeera

რამდენიმე საათის წინ ალჟირში მომხდარ ავიაკატასტროფას 103 ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ალჟირის აღმოსავლეთში, დედაქალაქიდან 500 კილომეტრის მოშორებით, მთიან რეგიონში მოხდა. ალჟირელი ოფიციალური პირების განცხადებით, კატასტროფის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ცუდი მეტეოროლოგიური პირობები გახდა. 

სამხედრო თვითმფრინავ C-130 Hercules-ის ბორტზე სამხედროები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი მთას შეეჯახა და აფეთქდა. ბორტზე მყოფთაგან ყველა დაიღუპა.

კომენტარები